ზურაბ ნანობაშვილი

თეატრის რეჟისორი. რუსეთის დამსახურებული არტისტი.
საერთაშორისო და რუსული თეატრალური ფესტივალებისა და კონკურსების ლაურეატი.
ვოლოგდას რეგიონის სახელმწიფო პრემიის სამგზის ლაურეატი (2006, 2009, 2017).
დაჯილდოებულია მეგობრობის ორდენით. დაჯილდოებულია საპატიო სამკერდე ნიშნით "ვოლოგდას წინაშე დამსახურებისათვის".
ალექსანდრე ოსტროვსკის 200- ე წლისთავისათვის
ალექსანდრე ოსტროვსკის პიესებზე დაფუძნებული სპექტაკლები - რეპერტუარის საფუძველია, მათში თავმყრილია მორალური საფუძვლებისა და ღირებულებების ის მწყობრი სისტემა, რომელიც აუცილებელია რუსული და მსოფლიო კულტურის შენარჩუნებისთვის.

ოსტროვსკის შემოქმედებისადმი ხშირი მიმართვა უკავშირდება ამოცანას, მიტანილ იქნას მაყურებლამდე რუსული და მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის ფასდაუდებელი საგანძური, დაუბრუნდეს თეატრს საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი ფუნქციები. ა. ნ. ოსტროვსკის ნაწარმოებებზე დაფუძნებულ, სხვადასხვა წლებში დადგმულ სპექტაკლებში წარმოდგენილია ქრესტომათიული ნაწარმოებების ტრადიციული და, იმავდროულად - ინოვაციური წაკითხვა. ლაკონური სცენოგრაფია ტექნიკური საშუალებების მინიმალური გამოყენებით - იმისთვის, რომ არ მოხდეს მაყურებლის ყურადღების გაფანტვა სიტყვიდან და მოხდეს სპექტაკლის ერთიანი, დასამახსოვრებელი სურათის ფორმირება ცნობიერებაში.
როგორღაც ერთხელ, ერთმა რუსმა მწერალმა, ნიჭიერმა და თავდადებულმა ახალგაზრდა მწერალმა, მითხრა: "მომწონს, როდესაც სხვა ეროვნების ადამიანები მონაწილეობენ რუსულ კულტურულ მშენებლობაში." და მე ვეთანხმები მას, მაგრამ ერთი "დაზუსტებით". დიახ, ასეთი პოზიცია ჩვენს გულუხვობაზე კი არ საუბრობს (მოდით ასე ნუ ვიამაყებთ საკუთარი თავით!), არამედ რუსული კულტურის უნარზე, შეინივთოს სხვები, არ უფრთხოდეს საკუთარი ძალისა ვინმესთან გაზიარებას. ხოლო "დაზუსტება", პრინციპში, ერთია - უყვარს თუ არა ზურაბ ნანობაშვილს რუსული კულტურა? პასუხი ნათელია და განსაზღვრული - უყვარს. ის რუსული თეატრით აღიზარდა და ამ თეატრში გახდა რეჟისორი. მისთვის ჩვენი კლასიკოსები ზუსტად ისეთივე თანამოსაუბრეები არიან, როგორც თქვენთვის და ჩემთვის. საკითხი ამოწურულია. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი მთავარი საზომი და სხვები მხოლოდ მას ემორჩილებიან - ეს არის სიყვარულის საზომი. (და არც მისი პირადი სიმხურვალე, არც დაუოკებელი ტემპერამენტი აბსოლუტურად აღარ არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს თვისებები გაცილებით უფრო ნათელი და ახლობელია რუსი ადამიანისთვის, ვიდრე ცივი ანგარიშიანობა). მაშ, მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი ოსტროვსკი დადგა მან...
კაპიტოლინა კოკშენევა. საათი ისრების გარეშე. „ლიტერატურული რუსეთი"
სავარაუდოდ, დრამატურგის მთავარი იდეა - მომგებიანი ადგილის, როგორც ჩინოვნიკური საკვებისა და ამ საკვებისთვის ყოველივე ადამიანურის შეწირვის შესახებ, დამდგმელმა რეჟისორმა ზურაბ ნანობაშვილმა და მხატვარმა ელენა სენატოვამ გააფართოეს ისტორიის სიღრმეშიც - პირველად გოგოლის მიერ რუსულ ლიტერატურაში ჩინოვნიკური თემის წამოწევის მომენტამდე და, ამასთან, მოაახლოვეს ის ჩვენამდეც - დღევანდელობამდე, ბიუროკრატიის ფანტასტიკური ზრდის ხანამდე. ამიტომაც ვხედავთ ჩვენ კომპაქტურ, მაგრამ საკმაოდ მრავალმნიშვნელოვან სასცენო კონსტრუქციას - უზარმაზარი „სკამი-ტახტი" არა მხოლოდ ცხოვრებისეული ან სახელმწიფო იერარქიის სიმბოლოა, არამედ გამოსახავს კიდეც წარმატების, მოგების, მსუყე ცხოვრების იერარქიასაც. სწორედ ამ „სკამი-სახლის", „სკამი - საჯარო ადგილის" შიგნით არის განლაგებული სხვა - მაღალი და დაბალი სკამები და, უბრალოდ „დასადგომი ადგილები" მათთვის, ვინც ყველაზე დაბლა იმყოფება და ქათამივით მარცვალ-მარცვალ იკენკება ბიუროკრატიული მანქანის ძირთან .. ოსტროვსკი გამოვიდა სოციალური - და დღეს ეს არის უმაღლესი წერტილი, თავისუფალი თეატრალური აზროვნების მწვერვალი
კაპიტოლინა კოკშენევა, „საათი ისრების გარეშე".ლიტერატურული რუსეთი, No22, 5 ივნისი, 2009 წ
„ფესტივალზე სენსაციებსაც ჰქონდა ადგილი - განსხვავებულ რანგში წარდგა ვოლოგდას დრამატული თეატრი, სადაც ცოტა ხნის წინ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, ზურაბ ნანობაშვილი გამოჩნდა. თავის ორნაწილიან ტრაგიკომედიაში „ბალზამინოვ, ბალზამინოვ!.." მან ჩვეულებრივი ნახევრადმძინარე „ზამოსკვორეჩიე" „ჯეკპოტის მოხსნის" წყურვილით დამუხტული ტრანსცენდენტული ენერგიის მქონე ფანტასმაგორიული ცხოვრებით შეცვალა! თან - სწარფად და ერთბაშად! მდიდრული ცხოვრება მიშა ბალზამინოვს (ი. რუძინსკი) და მის დედას პავლა პეტროვნას (ს. ტრუბინა) ნახევრად ბოდვით სიზმარში, ნახევრად ფანტაზიებში ელანდებათ. საოცნებო სიმდიდრე ისეთ ენერგიას ანიჭებს მაჭანკალს - ს. ულიბინას, რომ გეგონება სახლი აფეთქდება. ლ. ლიხაჩევას მატრიონა - ჩვეულებრივ ფლეგმატური მზარეულიც კი, აქ უაღრესად დაძაბულია; ნ.ლუკიანოვას ბელოტელოვა - მოწყენილობისთვის განწირული ვაჭარიც კი, რაღაც ფეთქებადსაშიშ მდგომარეობაშია მოწყენილი, ნ. ვორობიოვას მოახლე ხიმკა ხომ, უბრალოდ მეტეორია! ის, რომ ოსტროვსკის გმირები ხშირად გროტესკული ფორმებისკენ იხრებიან, სიახლე არ არის. პრობლემა იმაშია, რომ ოსტროვსკისთან შეუძლებელია მხოლოდ გარეგნული გროტესკით შემოფარგვლა - გმირები მაშინვე კარგავენ მოცულობას, გადაიქცევიან ნიღბებად და გროტესკის „შინაგანი მხარდაჭერა" ძალზე იშვიათად მიიღწევა... ვოლოგდელების სპექტაკლში კი, ეს გამოვიდა!. გარდა ამისა, რეჟისორი შესანიშნავად აერთიანებს პერსონაჟების მთელ მრავალფეროვნებას ანსამბლში, რომელიც გამოირჩევა ფორმის სისრულითა და დეტალების ოსტატური დამუშავებით. ერთი სიტყვით რა ვთქვა? ნაწარმოებია!
ნიკოლაი ჟეგინი, თეატრის კრიტიკოსი. გაზეთი „კულტურა"- 2003 წლის 8-14 მაისი
თეატრი ცხოვრების წესია, სამყაროს შეცნობის გზაა და ის საშუალება, რომლითაც შეიძლება სცადო მისი შეცვლა.
ჩემთვის თეატრზე მნიშვნელოვანი არაფერია. და არაფერია იმაზე ამაღელვებელი, ვიდრე ის წამი, როცა სასცენო სიმართლით სავსე მსახიობი ხიბლავს მაყურებელს. მაყურებელი დუმს, მაგრამ მისი სუნთქვა და გულისცემა სრულ უნისონშია მსახიობის სუნთქვასა და გულთან, სცენაზე ამ წუთებში მიმდინარე მოვლენებთან, რომლებიც აღარასოდეს განმეორდება.

ჩემი თეატრი ყველაზე მეტად ჰგავს მკვეთრ მრავალჟანრიან წიგნს, რომელშიც რომანის გვერდით მოულოდნელად წააწყდებით ესსეს, პუბლიცისტიკის გვერდით - პოეზიას. ასე ახდა იდეა, გამეკეთებინა თეატრი ყველასთვის და თითოეულისთვის. რთულია? და კიდევ უფრო რთულია ამ ყოველფერში სრულყოფილების მიღწევა.

დღეს მინდა ვიცხოვრო და ვწერო - ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩემთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩემს გვერდით არიან - არტისტების, მხატვრების, მუსიკოსების, რეკვიზიტორებისა თუ დეკორატორებისთვის ... და, იმედი მაქვს, ყველაზე ძვირფასების - მაყურებლებისათვის.
Больше спектаклей
Показать еще публикации
Подписаться на новые публикации
Как связаться:
zurab.nanobashvili@gmail.com
или через мессенджер в Facebook
Нажимая на кнопку, вы даете согласие на обработку персональных данных и соглашаетесь c политикой конфиденциальности.