სპეკტაკლები

ზურაბ ნანობაშვილის სპექტაკლები სხვადასხვა თეატრებში
მიმაჩნია, რომ მან შექმნა საინტერესო რეპერტუარი, მთავარი ცენტრით - კლასიკით. <...> მოგვიწევს იმაზე საუბარი. რომ ნანობაშვილში ბევრია ქართული და მე პირადად აქ უხერხულობას ვერ ვხედავ. უყვარს თუ არა ზურაბ ნანობაშვილს რუსული კულტურა? პასუხი მკაფიო და გარკვეულია - უყვარს. მისით აღზრდილია, რუსულ თეატრში მოღვაწეობს და რეჟისორი გახდა. მისთვის ჩვენი კლასიკოსები ზუსტად ისეთივე თანამოსაუბრენი არიან, როგორიც ჩვენთვის..

კაპიტოლინა კოკშენევა. ლიტერატურული რუსეთი.
მკვეთრი ფორმისა და მწვავე ფსიქოლოგიზმის თეატრი - ეს არის ვოლოგდას დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორის - ერთი შეხედვით ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა, გაბედული და, უნდა აღინიშნოს, მზიანი საქართველოს ძალიან მახვილგონიერი მკვიდრის ესთეტიკის პრინციპი. უკვე ოთხი წელია ზურაბ ნანობაშვილი ვოლოგდას დრამატულ თეატრს ხელმძღვანელობს. ამან განსაცვიფრებელი ეფექტი გამოიწვია: საზოგადოება იჩენს მზარდ ინტერესს მისი შემოქმედების მიმართ. მისი ქართული ტემპერამენტი ჩრდილოეთის ძველი რუსული ქალაქისთვის არის „მაგნიტური ანომალია"! მსახიობების უკიდურესი გულწრფელობა ღია სივრცითი პირობითობის პირობებში, დამატებით -ვირტუოზული თამაში საგნებთან, ხაზგასმული რიტუალობა, ყოველდღიური ყოფისა და „ზეყოფის" მომხიბლავი კონტრასტი ინტერპრეტაციების სითამამე... ერთი სიტყვით, ვოლოგდას დრამატულმა თეატრმა ისევ დაგვაინტრიგა.

ტატიანა ლავროვა, ვლადიმირის ავანსცენა
ზურაბ ნანობაშვილი, რეჟისორი თავისი აზროვნებით, მიხვედრილობით, ნებისყოფით, ტემპერამენტითაც კი, აძლევს რა მსახიობს განბოჭვის, გახსნის შესაძლებლობას, მაგრამ უბრალო ხერხებით, რაიმე იძულების გარეშე. არ არსებობს ფორმის მხრივ ზეწოლა, როგორც ჩვენ ვამბობთ: „ფორმა ბოჭავს და შინაარსი ცურდება ან იფანტება".

ნინელ სოროკინა, თეატრის სპეკტაკლების განხილვიდან
Show more