News GE

ვ.ფ. კომისარჟევსკაიას სახელობის დრამისა და კომედიის დონის თეატრი ახალ სეზონს გახსნის ზურაბ ნანობაშვილის მიერ ა. ს. პუშკინის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპეკტაკლით "... სასტიკი გულები"

ვ.ფ. კომისარჟევსკაიას სახელობის დრამისა და კომედიის დონის თეატრი ახალ სეზონს გახსნის ზურაბ ნანობაშვილის მიერ ა. ს. პუშკინის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპეკტაკლით "... სასტიკი გულები".

პიესა დაფუძნებულია ალექსანდრე პუშკინის დრამატულ ციკლზე - "პატარა ტრაგედიები", სცენაზე ფაუსტიდან და ნოველაზე "ყვავის დედოფალი". ნაწარმოებებს აკავშირებს საერთო პრობლემატიკა - ავტორი ფიქრობს და მსჯელობს ბედთან თამაშებზე, ზნეობრიობასა და მანკიერებებზე, ანგარიშსწორების გარდაუვალობაზე. ნათელი პერსონაჟები, სცენის გაფორმების ლაკონურობა, მშვენიერი მუსიკა - ქმნის სპექტაკლის ერთიან, უჩვეულო სურათს, რომელშიც თითოეული დეტალი რეჟისორის იდეას ემორჩილება. მეფისტოფელი და ფაუსტი მოგზაურობენ დროსა და სივრცეში, აკვირდებიან რა ადამიანთა ბედს - რაზეა წამსვლელი ყოვლისმომცველი ეგოისტური ვნებით შეპყრობილი სული, რამდენად მალე ხდება დაცემა, არსებობს კი, ხსნის იმედი? ზურაბ ნანობაშვილი ცხოვრებისა და შემოქმედების აზრის შესახებ რთულ კითხვებს სვამს. მათზე პასუხების მოძებნა კი, მაყურებელს მოუწევს, რომელიც სპეკტაკლს თეატრის სცენაზე სექტემბერში იხილავს.