News GE

"უმზითვოს" პრემიერა ტიუმენის დიდი დრამატული თეატრის სცენაზე

28, 29 და 30 ოქტომბერს შედგა ზურაბ ნანობაშვილის მიერ დადგმული პიესის- "უმზითვო" საპრემიერო ჩვენება.
სპექტაკლი " უმზითვო“ არის ტიუმენის დიდი დრამატული თეატრის საიუბილეო, 165-ე თეატრალური სეზონის დიდი პრემიერა. ეს არის სანახაობრივი სპექტაკლი ორ მოქმედებად ფართო აუდიტორიისთვის ტიუმენის თეატრის წამყვან მსახიობებთან ერთად, ალექსანდრე ოსტროვსკის ცნობილ პიესაზე დაფუძნებული კლასიკური ისტორია სკოლის სასწავლო პროგრამიდან, რომელიც ბევრმა იცის და უყვარს ფილმიდან "სასტიკი რომანი".