News GE

ორი პრემიერა ტიუმენის​ დრამატულ თეატრში

165 წლის ახალ სეზონში ტიუმენის დრამატული თეატრი ზურაბ ნანობაშვილის მიერ დადგმულ ორ პრემიერას უმასპინძლებს. სექტემბერში მცირე სცენაზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "ბერნარდა ალბას სახლი", რომელიც დაფუძნებულია ფ.გ. ლორკას პიესაზე, ხოლო ოქტომბრის ბოლოს მაყურებელი იხილავს "უმზითვოს" ალექსანდრე ოსტროვსკის პიესის მიხედვით.
"ბერნარდა ალბას სახლის" პრემიერა 16 სექტემბერს არის დაგეგმილი. სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, რუსეთის დამსახურებული არტისტის ზურაბ ნანობაშვილის გარდა, დადგმაზე მუშაობენ: დამდგმელი მხატვარი კონსტანტინე რეშეტნიკოვი, კოსტიუმების დიზაინერი ელენა ჟუკოვა, არანჟირების სპეციალისტი - სერგეი კანაევი, ვოკალის პედაგოგი -ანდრეი ფედოსკინი, განათების დიზაინერი ტატიანა ბერშაუერი, რეჟისორის თანაშემწე ნინა ჩერნიავსკაია. სპეკტაკლში დაკავებული არიან მსახიობები: კრისტინა ტიხონოვა, კომის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ელენა სამოხინა, სოფია ილიუშინა და ევილინა რიზეპოვა, პოლინა ეგოროვა და მარინა კარცევა, დარია ზუევა და დარია ტერეშინა, ოლგა იგონინა და ევგენია კაზაკოვა, ელიზავეტა კალაშნიკოვა და დარია შალდუგა, ელენა მახნევა, დიანა ბისტრიცკაია, ოლგა ბეზბოროდოვა.